როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი

როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი მედიასთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქცია მშვიდობიანი არ არის და ეს ხალხმა კარგად დაინახა.
„როგორი მშვიდობიანი აქციაც იყო გუშინ, ისეთივე რუსულია გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ზუსტად ეს არის ოპოზიციის სახე, რომ კამერებთან დგანან, კადრში, უკან ცეცხლწაკიდებული კარი ჩანს, მომიტინგეები ქვებს იღებენ და ხან ერთმანეთს ესვრიან, ხან – კარს, საბოტაჟს აწყობენ, ხან ერთმანეთს აგინებენ და ხან – პოლიციას და ამას მშვიდობიან აქციას უწოდებენ. ხალხმა პირდაპირ ეთერში დაინახა პოლიტიკოსები, რომლებიც თეთრზე შავს ამბობენ. ასე სცადეს გამჭვირვალობის კანონის სტიგმატიზებაც, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ის აუცილებელია.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
Next: თუ სახელმწიფო გარედან უნდა მართონ არასამთავრობოების ხელით, მაშინ ვთქვათ, რომ არ ვართ დამოუკიდებლები, თუ ეს არ გვინდა, მაშინ არასამთავრობოები ჩარჩოებში უნდა ჩაეტიონ და სახელმწიფოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ უნდა ერეოდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენეს სამშობლოში ციხეებში დაფიქსირებულია სისტემური ძალადობა – მისი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ცილისწამება განპირობებულია სწორედ საკუთარი ქვეყნის პენიტენციური ჯოჯოხეთის ზედმიწევნით ცოდნით

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით