როგორია 16 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც მარნეულში 50-ზე მეტი ჭრილობა მიაყენეს

კვლავ მძიმე რჩება 16 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
16 წლის ბიჭი მარნეულში, „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს.
ექიმების დიდი ძალისხმევის შედეგად ის უკვე მოხსნეს ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 10 ივლისის ღამით ზემო ყულარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 16 და 19 წლის მოზარდებს შორის დაწყებული კონფლიქტი მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ერთმა ახალგაზრდამ მეორეს მრავლობითი დანის ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
-მ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძის დედა, ია ბარდაველიძე: მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, პირველად მეძლევა მომენტი რომ ჩემი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო პედაგოგს და სინდისის პატიმარს ნინო დათაშვილს!