როგორია საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიცია?

ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 96,8%-ს შეადგენს.
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციას, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, უარყოფითი მნიშვნელობა აქვს და 30,2 მლრდ დოლარი შეადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
პირველ კვარტალში მაჩვენებელი 148 მლნ დოლარით გაუარესდა, ხოლო ბოლო ოთხ კვარტალში საქართველოს წმინდა საინვესტიციო პოზიციის დეფიციტი წლიური მშპ-ის 96,8%-ს შეადგენს.
საერთო საერთაშორისო აქტივები შეადგენს 15,9 მლრდ დოლარს, რაც 2023 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე 6,3 მლნ დოლარით ნაკლებია. მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 46,1 მლრდ დოლარი შეადგინა. ვალდებულებები, 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 141,7 დოლარით გაიზარდა.
ცნობისთვის, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია – ეს არის სხვაობა უცხოეთში ქვეყნის რეზიდენტების კუთვნილი აქტივების ღირებულებასა და მოცემულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების საკუთრებაში არსებულ აქტივებს შორის. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია, ისევე, როგორც საგადასახადო ბალანსი, იძლევა ინფორმაციას დანარჩენ მსოფლიოსთან ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების შეფასებისთვის.