როგორია პუტინის მეხოტბის, მარგარიტა სიმონიანის ცხოვრება – “ტიგრანმა ცხოვრებაში ერთხელ მოისმინა ჩემი ყვირილი და მას შემდეგ, ძალიან ეშინია..”

რუსი პრო­პა­გან­დის­ტი მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი და ტიგ­რან კე­ო­სი­ა­ნი 10 წელ­ზე მე­ტია ერ­თად არი­ან. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. ტე­ლე­კომ­პა­ნია RT-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ მა­ლავს, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყის­ში მას გარ­კვე­უ­ლი ში­შე­ბი ჰქონ­და, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და მათი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მშვი­დი გა­მოდ­გა.

“მე და ტიგ­რანს ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და, რომ ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბას ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დით. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­ნი შიში უსა­ფუძ­ვლო იყო. ახლა გვე­ცი­ნე­ბა იმ დღე­ებს რომ ვიხ­სე­ნებთ, როცა ამის გვე­ში­ნო­და. წარ­მოდ­გე­ნაც კი ძნე­ლია, რო­გორ შეგ­ვეძ­ლო ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა“, – წერს კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტი პი­რად ბლოგ­ზე. ერთ-ერთი გა­მომ­წე­რის კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ გა­და­ეჩ­ვია ტიგ­რან კე­სო­ი­ა­ნი ყვი­რილს, მარ­გა­რი­ტამ უპა­სუ­ხა, – “ტიგ­რან­მა ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მო­ის­მი­ნა ჩემი ყვი­რი­ლი და მას შემ­დეგ, ძა­ლი­ან ეში­ნია, რომ კი­დევ გან­მე­ორ­დე­ბა.“

რუ­სე­ბი მისი ცხოვ­რე­ბის გზას “სა­მა­გა­ლი­თოს” უწო­დე­ბენ. რიტა, რო­გორც მას ეძა­ხი­ან, კრას­ნო­დარ­ში და­ი­ბა­და. მის ოჯახს იმ­დე­ნად უჭირ­და, რომ სახ­ლში, სა­დაც ის ცხოვ­რობ­და, არ იყო გაზი, წყა­ლი და ოთა­ხებ­ში ვირ­თხე­ბი დარ­ბოდ­ნენ.

ჯერ კი­დევ მა­შინ გა­და­წყვი­ტა, რომ სი­ღა­რი­ბეს გაქ­ცე­ო­და და მო­მა­ვალ­ში სიმ­დიდ­რე­ში ეცხოვ­რა, რაც სა­ბო­ლო­ოდ რუსი ფი­უ­რე­რის, პუ­ტი­ნის ერ­თგუ­ლე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლო…

სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ამე­რი­კა­ში წა­ვი­და. ახა­ლი ცხოვ­რე­ბის ნახ­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, სა­ცხოვ­რებ­ლად შტა­ტებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და.

მი­უ­ხე­და­ვად ნა­ნატ­რი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა, მარ­გა­რი­ტა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­მა­ლუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გა­არ­კვი­ეს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 6 წელი ცხოვ­რობ­და ჟურ­ნა­ლისტ ან­დრეი ბლა­გო­დი­რენ­კოს­თან.

ათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ბზა­რი მარ­გა­რი­ტას კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ­ბობ­და, რომ იმ­დე­ნად იყო კა­რი­ე­რა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რომ ქორ­წილ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა­ზე ფიქ­რის დრო არ ჰქონ­და. უფრო მე­ტიც, მას ეს არ სურ­და.

იმ მო­მენ­ტში სი­მო­ნი­ა­ნის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ფიქ­რობ­და, რომ ქორ­წი­ნე­ბის მოწ­მო­ბა ამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებ­და. მის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს კი ოჯა­ხუ­რი კომ­ფორ­ტი სურ­და. წყვილ­მა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვად მოხ­და, რად­გან მათ სა­ერ­თო შვი­ლე­ბი არ ჰყავ­დათ.

2012 წელს მარ­გა­რი­ტას ცხოვ­რე­ბა­ში ტიგ­რან კე­ო­სა­ი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა. ამ დრო­ის­თვის ტიგ­რა­ნი უკვე ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი იყო. ტიგ­რა­ნი მშობ­ლე­ბის კვალს გაჰ­ყვა, რად­გან მა­მა­მი­სიც ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი იყო, დედა კი მსა­ხი­ო­ბი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მან იცო­და, რომ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა სურ­და და სცა­და VGIK-ის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა. წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ზე­თე­ბი წერ­დნენ, რო­გორ ცდი­ლობ­და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ე­ხა­და თა­ვი­სი უნი­ჭო შვი­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი.

ახლა რე­ჟი­სო­რი რამ­დე­ნი­მე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­სა და კლი­პის ავ­ტო­რია. კე­ო­სა­ი­ან­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლის გა­და­ღე­ბი­სას გა­იც­ნო. ალე­ნა ხმელ­ნიც­კა­ია, მა­შინ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამ­და კი­ნო­ში.

შეხ­ვედ­რი­დან ერთი წლის შემ­დეგ წყვილ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა, ერთი წლის შემ­დეგ კი ალექ­სან­დრას მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. ოჯახს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მა­შინ ხმელ­ნიც­კა­ი­ამ სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის მა­ღა­ზია გახ­სნა. ტიგ­რა­ნი და ალე­ნა რუ­სეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და ძლი­ერ წყვი­ლად, რუ­სუ­ლი კი­ნოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ოჯა­ხად ით­ვლე­ბოდ­ნენ. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი დას­რუ­ლე­ბა ელო­და. 2011 წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი აი­რია და მალე გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ტიგ­რან­მა და ალე­ნამ მო­ა­ხერ­ხეს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა ტიგ­რა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მარ­გა­რი­ტა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალი ვერ იჯე­რებ­და, რომ ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რიც კე­ო­სა­ი­ა­ნი იყო, მი­სით და­ინ­ტე­რეს­და. მა­მა­კა­ცი მას­ზე 15 წლით უფ­რო­სია. მალე წყვი­ლი ერ­თობ­ლივ­მა ბიზ­ნეს­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ტიგ­რან­მა სოჭ­ში რეს­ტო­რა­ნი “ჟარ­კო“ გახ­სნა. მალე გა­ირ­კვა, რომ მარ­გა­რი­ტას და ტიგ­რანს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დათ და მათ ქა­ლიშ­ვი­ლი მა­რი­ა­ნა შე­ე­ძი­ნათ. რიტა ამ­ჯე­რა­დაც მა­ლავ­და მე­ო­რე ნა­ხე­ვარს. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი წლის შემ­დეგ გა­ი­გო, რომ მარ­გა­რი­ტა უკვე მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბო­და. ამ­ჯე­რად ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ბაგ­რა­ტი და­არ­ქვა. მხო­ლოდ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს ტიგ­რან­მა და მარ­გა­რი­ტამ, რომ ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე მი­ე­ცათ.

სი­მო­ნი­ა­ნი კრემ­ლის კი­დევ ერთი პრო­პა­გან­დის­ტის, თინა კან­დე­ლა­კის ახლო მე­გო­ბა­რია.

პუ­ტი­ნის ფა­ვო­რი­ტი აშუ­ქებ­და ჩეჩ­ნე­თის ომს, ბეს­ლა­ნის ტე­რაქტს, აგ­ვის­ტოს ომს და მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მას­ტერკლასს ატა­რებ­და. მას მი­ღე­ბუ­ლი აქვს პუ­ტი­ნის­გან არა­ერ­თი ჯილ­დო. რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ კი, მარ­გა­რი­ტა და მისი ქმა­რიც მოხ­ვდნენ და­სავ­ლე­თის მიერ სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში.