როგორია ვარკეთილში დაჭრილი16 წლის ბიჭის მდგომარეობა

ამ დრომდე მძიმე რჩება თბილისში დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 16 წლის ბიჭი უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია. მას დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული და ბევრი სისხლი დაკარგა.
დაკავებულია სასტიკ თავდასხმაში ეჭვმიტანილიც – ის 14 წლის მოზარდია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარკვეული პერიოდი დაჭრილის თანასკოლელი იყო და ის ერთ-ერთ დაჯგუფებაშია გაწევრიანებული, რომლის წევრებიც ნიღბებით გადაადგილდებიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან.
დაჭრილის დედის ინფორმაციით, თავდამსხმელს მოზარდის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტიც დაწერა, თუმცა მოტივი არ სახელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო