როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა
„ქველმოქმედებაში უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრებისთვისო! ეს მიწერეს ერისკაცს ოფიციალური წერილით, გლობალური ომის პარტიის კუთვნილებაში მყოფმა ბანკის მმართველებმა, პირდაპირი შანტაჟი იყო! არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! პასუხი რომ მიიღეს ბატონი სგან, საქართველო რომ არ გაიყიდებოდა, მერე მათი ნაყიდი ევროპელი კორუმპირებული ჩინოვნიკები გამოაგორეს და საქართველოს მომავლით დაგვიწყეს ვაჭრობა!“- წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
სამხარაძის თქმით, ისეთ ძალებს დაუპირისპირა, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა.
„ქველმოქმედებაში უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრებისთვისო! ეს მიწერეს ერისკაცს ოფიციალური წერილით, გლობალური ომის პარტიის კუთვნილებაში მყოფმა ბანკის მმართველებმა, პირდაპირი შანტაჟი იყო! არ დაგიყადაღებთ თანხებს, თუ ომში ჩართავთ საქართველოსო, საკუთარ ხალხს გაწირავ და ქართულ სახელმწიფოს გაანადგურებო! პასუხი რომ მიიღეს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, საქართველო რომ არ გაიყიდებოდა, მერე მათი ნაყიდი ევროპელი კორუმპირებული ჩინოვნიკები გამოაგორეს და საქართველოს მომავლით დაგვიწყეს ვაჭრობა! წარმოუდგენელი იყო მათთვის ერისკაცის უარი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კაპიკებში ჰყავდათ და ჰყავთ აქაური აგენტურა, ოპოზიციური მანქურთი ლიდერები ნაყიდი! ყველაფერი ქნეს და ვერაფერი დაგვაკლეს, ვერც დაგვაკლებენ ქართველებს. უბრალოდ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ჩვენს თავზე წარმოვიდგინოთ, როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა! დაუპირისპირდე ძალას, რომელიც ლამის დედამიწის მთავარი ბიზნესების დიდი ნაწილის მფლობელია! ქართველმა კაცმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა! მოვა დრო და მათი შთამომავლებიც, რომლებიც დღეს მშვიდობიან საქართველოში აქციებზე ყრიან, დაუფასებენ ერისკაცს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, საქართველოს გადარჩენას! მადლობა მას ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის და მშვიდობიანი საქართველოსთვის!“-წერს სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა