როგორია ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში დაშავებულების მდგომარეობა

ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება 59 წლის კაცი, რომელიც გუშინ ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების დროს და დაშავდა. ექიმების შეფასებით, მას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.
ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული კიდევ 2 დაზარალებული – 30 და 39 წლის მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“კურიერი” ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორს გუგა ქაშიბაძეს ესაუბრა.
“ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. ყველაზე მძიმე პაციენტი, 59 წლის კაცი ისევ რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება, კვლავ დამწვრობით შოკის მდგომარეობაში, თუმცა ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის სტაბილური. დანარჩენი 2 პაციენტი არის მოთავსებული დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს ჯერჯერობით,” – აცხადებს გუგა ქაშიბაძე “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!