რობინ დანიგანი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე – შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად

-ის მიზანია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი და ქართველებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ თავიანთი ხმის უფლება, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარესთან, გიორგი კალანდრიშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები დადებითად შეაფასა და საარჩევნო ადმინისტრაციას მხარდაჭერა გამოუცხადა ამ მნიშვნელოვან საქმეში.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ცესკოს საარჩევნო პროცესში აქ, საქართველოში, და ზოგადად ყველგან, მსოფლიო მასშტაბით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები ასრულებენ უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არჩევნები არის შესაძლებლობა საქართველოსთვის დემოკრატიის სიძლიერის წარმოსაჩენად. ჩვენ ასევე განვიხილეთ აშშ-ის მხარდაჭერა ამ პროცესის მიმართ. ჩვენ ცესკოს მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროგრამით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს “, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.

ასევე დაგაინტერესებთ