რობერტ ფიცო – ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას მითხრა, რომ სრული იდიოტი ვარ

ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბრისას სრული იდიოტი მიწოდა. შესაბამისი განცხადება ს პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას -ის პრეზიდენტის, ს მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევა.
„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, – განაცხადა რობერ ფიცომ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება ევროკავშირის ფარგლებში ბევრ სფეროს დააზიანებს.
„ტარიფები ევროკავშირის ყველა წევრს ტვირთად დააწვება და ევროპიდან აშშ-ში პროდუქციის ექსპორტს გაართულებს“, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ჩვენ შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ, ფიზიკურად გავუსწორდეთ – ერთმანეთის მიმართ სიყვარულს არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა უნდა გვქონდეს

კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას