რობერტ ფიცო – სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მოითხოვს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტზე კენჭისყრის გადადებას მანამ, სანამ გაზის მიწოდების საკითხი არ განიხილება.
უკრაინული მედიის ცნობით, ფიცომ განაცხადა, რომ მან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იური ბლანარს სთხოვა, 18 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე სანქციების პაკეტის სასარგებლოდ ხმა არ მისცეს მანამ, სანამ რუსული გაზის მიწოდების საკითხი არ გადაწყდება.
„გვსურს, რომ ახლა სანქციებზე კი არა, ამ თემაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა ფიცომ.
მისი თქმით, ბრატისლავას სურს იცოდეს, რა გარანტიები იქნება წარმოდგენილი გაზის საკმარისი რეზერვების ხელმისაწვდომობასთან და ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ფასები მკვეთრად არ გაიზრდება.
„სლოვაკეთს არ აქვს არანაირი საფუძველი, რომ უკრაინის გამო დაიტანჯოს“, – დასძინა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას