რობერტ ფიცო – დადის ევროპაში, მათხოვრობს, აშანტაჟებს სხვებს და ფულს ითხოვს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ევროპაში „მათხოვრობს“ და „სხვებს აშანტაჟებს“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ფიცომ საპარლამენტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის დადის ევროპაში, უბრალოდ მათხოვრობს და აშანტაჟებს სხვებს, ფულს ითხოვს. ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ფიცომ.
საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ოპოზიციამ მოითხოვა, რომელმაც ფიცოს მოსკოვში, რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე ახსნა-განმარტება მოსთხოვა და ასევე მოითხოვა ინფორმაცია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტასთან დაკავშირებით სლოვაკეთის შემდგომი ნაბიჯების შესახებ.
ფიცოს თქმით, მომზადდა უკრაინიდან სლოვაკეთში გაზის ტრანზიტის საკითხის გადაწყვეტის ორი ვარიანტი, რომელსაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დაეთანხმა.
ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო შეთანხმება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სლოვაკეთს აზერბაიჯანული გაზი მიწოდებოდა, მაგრამ, ფიცოს თქმით, ეს შეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაშალა.
მეორე ვარიანტი იყო კომპანია SPP-ის წინადადება რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შვილობილი კომპანიის შექმნაზე უკრაინის გავლით გაზის სლოვაკეთში გადატანის მიზნით.
ფიცომ უკრაინის პრეზიდენტს არასანდო უწოდა განაცხადა, რომ ზოგჯერ ის „ყელში ჰყავთ ამოსული“. ამასთან, მისი თქმით, ყოველთვის სანდო პარტნიორი იყოი, როდესაც საქმე ენერგომომარაგებას ეხებოდა.
„რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, არასდროს მოვუტყუებივართ“, – აღნიშნა ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ