სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიკოს განცხადებით, არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, რეპარაციების სესხის გამოყოფასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ლიდერების მომავალ შეხვედრაზე ის დაბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც 2026–2027 წლებისთვის უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასრულყოფილი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება სხვა არაფერია, თუ არა უაზრო მკვლელობა, რომელიც არ აძლიერებს უკრაინის პოზიციებს პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფიცომ.




