რობერტ ფიცოს განცხადებით, იხუმრა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

იმედი მაქვს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელი პრესკონფერენციიდან ჩემი ხუმრობა გაიგო, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.
რობერტ ფიცოს განმარტებით, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარი, იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სრული იდიოტი“ უწოდა, ხუმრობა იყო, რომელიც სლოვაკეთის ოპოზიციამ ვერ გაიგო.
„იმედი მაქვს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელი პრესკონფერენციიდან ჩემი ხუმრობა გაიგო, როცა ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაცრად მისაყვედურა, რომ არაფერი გავაკეთე, როგორც ამას სლოვაკეთის ოპოზიცია ამბობს, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ -ის ახალი ტარიფების თავიდან ასაცილებლად“, – წერს რობერტ ფიცო.
ცნობისთვის, მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა.
„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა