რობერტ პატინსონი და სუკი უეტერჰაზი ქორწინდებიან

რობერტ პატინსონი და სუკი უეტერჰაზი ქორწინდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix წყვილთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყვილი 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაინიშნა. „ორივეს ძალიან უნდა ქორწინება. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა დაახლოებულმა პირმა.
მისივე თქმითვე, მათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ სუკი უეტერჰაზი რობერტ პატისონისგან შვილს ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით