რობერტა მეცოლა – უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები – თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით

დაბრუნება კიევში – აგრესიის დაწყებიდან 1300 დღე გავიდა, უკრაინაში ევროპარლამენტის მხარდაჭერის ძლიერი გზავნილით ვიმყოფები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თქვენს გვერდით დავრჩებით ისევე, როგორც პირველივე დღეს ვიდექით“, – აცხადებს მეცოლა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინელი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ოფიციალური პირი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია