რობერტა მეცოლა – მოლდოველმა ხალხმა ევროპა აირჩია – ევროპა მოლდოვაა

მოლდოვას მომავალი ევროპაშია! ამ ისტორიული წინგადადგმული ნაბიჯით, მოლდოველმა ხალხმა დემოკრატიის, იმედისა და შესაძლებლობების გზა აირჩია. მათ ევროპა აირჩიეს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
„ევროპა მოლდოვაა. მოლდოვა ევროპაა“, – წერს რობერტა მეცოლა.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული