ევროპა გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ერთად შევძლებთ რუსეთს დავუმტკიცოთ, რომ მისი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება, და ამას ერთად გავაკეთებთ, რათა მშვიდობის უზრუნველსაყოფად შეკავება უზრუნველვყოთ. როგორ ვიზამთ ამას? – უპირველეს ყოვლისა, გავაგრძელებთ რუსეთის სამხედრო მანქანის დასუსტებას კოორდინირებული და მკაცრი სანქციების მეშვეობით. ფაქტობრივად, სანქციების მე-19 პაკეტზე ვმუშაობთ, სანამ მოლაპარაკებები გრძელდება…
გავაძლიერებთ უკრაინისადმი ჩვენს ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას, და, ასევე, უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ინვესტიციებს განვახორციელებთ უკრაინის საკუთარ წარმოებაში”, – განაცხადა მეცოლამ.
ასევე, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპა ახლოსაა იმასთან, რომ ბოლომდე უარი თქვას რუსულ გაზსა და ნავთობზე, და “ეძიოს სანდო და უსაფრთხო პარტნიორები, და ამავდროულად რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ებრძოლოს”.
