“რკინის ადამიანების” ამბავი უკრაინიდან

ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის ფარგლებში უწყვეტად მუშაობს უკრაინის რკინიგზა, რომელიც ქვეყნის მთავარ სატრანსპორტო არტერიად იქცა. უამრავმა ადამიანმა ამ გზით დააღწია თავი რუსულ რაკეტებს, ოკუპაციას, რკინიგზით გადააქვთ სამხედრო ტვირთები, კიევს კი ხშირად სწორედ ამავე გზით სტუმრობენ მსოფლიო ლიდერები.