რიჰარდს კოლსი – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ წაყენებული პირობები ქართული საზოგადოების მოთხოვნებს ემთხვევა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მესიჯი „ქართული ოცნებისადმი“ კრისტალურად ნათელია: დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები აქვს, – ასე ეხმაურება ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი ს ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
„უფლებამოსილების შესანარჩუნებლად, “ქართულმა ოცნებამ” უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი , გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, დაასრულოს რეპრესიები და პოლიციის ძალადობა, გააუქმოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“, დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას. ეს პირობები ემთხვევა ქართული საზოგადოების მოთხოვნებს“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, ახლა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„ბოლო ვადაა 2025 წლის აპრილი – უმოქმედობა შეიძლება ნიშნავდეს სრულ შეჩერებას და უფრო ფართო სანქციებს. ახლა პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება“, – წერს ევროპარლამენტარი.