რიში სუნაკმა „ლეიბორისტული პარტიის“ გამარჯვება აღიარა და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღიარა, რომ მისი „კონსერვატიული პარტია“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა.
ს თქმით, მის პარტიას რთული ღამე ჰქონდა.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ რომ მოუთმენლად ელის, გააგრძელოს მათ სამსახურში ყოფნა.
რიში სუნაკის თქმით, „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს და კეირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, ეგზიტპოლის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია ლიდერობს და თემთა პალატაში 410 მანდატი მიიღო. მიმდინარეობს ხმების ოფიციალური დათვლა. The Guardian-ის ინფორმაციით, „ლეიბორისტებმა“, ჯერჯერობით, თემთა პალატაში 326 მანდატი მოიპოვეს.