რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

რიში სუნაკმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
„მხარეები უკრაინის თავდაცვისთვის მოკავშირეთა მიერ მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე, რაც ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რუსეთის შეჭრის დასამარცხებლად უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საჭირო იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდნენ“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
„რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მდგრადი მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – წერს გერმანიის კანცლერი, X-ზე.
უკრაინის დახმარების საკითხის გარდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ახლო აღმოსავლეთში რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში უფრო ფართო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება