რიში სუნაკი – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ისრაელს უფლება აქვს „ჰამასის“ საშინელი ტერორისტული თავდასხმისგან თავი დაიცვას, მაგრამ ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.
„ნათელია, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და არავის სურს, რომ ეს კონფლიქტი საჭიროზე მეტხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თანმიმდევრულ მოწოდებებს აკეთებს.
„აშკარაა, რომ ისრაელს უფლება აქვს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული საშინელი ტერორისტული თავდასხმისგან თავი დაიცვას, მაგრამ მან ეს ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა გააკეთოს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.