რიში სუნაკი – ალექსეი ნავალნი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდა მთელი ცხოვრების მანძილზე

ეს საშინელი ამბავია. , რომელიც გამძვინვარებით იცავდა რუსულ დემოკრატიას, წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდა მთელი ცხოვრების მანძილზე, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუს ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“, – წერს რიში სუნაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ს ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ