დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება.
მათივე ცნობით, საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს განაახლებს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
