,, რისი იმედი აქვს ბატონ ივანიშვილს?” –

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, :
,,კიდევ ერთხელ ციკლიდან რამსები რომ არ აგვერიოს:
გუშინ ინიცირებული ცვლილებები გრანტების კანონში პრაქტიკულად აზერბაიჯანული და თურქმენული კანონების ანალოგიაა.
რას ემსახურებოდა ეს აზერბაიჯანში?
სამოქალაქო სივრცის დაკეტვას, რომელმაც აიძულა სამოქალაქო აქტივისტების და საექსპერტო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა დაეტოვებინათ ქვეყანა.
რისი იმედი აქვს ბატონ ივანიშვილს?
სამოქალაქო სივრცის დაკეტვით საქართველოში ჩვენც იძულებული გავხდებით მასობრივად დავტოვოთ ქვეყანა.
ის ხვდება რომ მსაობრივად ციხეებში ვერ ჩაგვყრის, ძალიან გაუჭირდება და აუცილებლად ამოუყირავდება სისტემა! ყველაზე იდეალური ვერსია მისთვის ჩვენი გაქცევაა!!!
ჰოდა ჩემო ძვირფასო ხალხო, როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს ამ თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა, როგორც არ უნდა გადაგვიგრიხონ ხელები:
მუდამ მათზე ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით;
არსად წასვლას არ ვაპირებთ;
ამათ აუცილებლად გავისტუმრებთ!
#გავიმარჯვებთსახელოვნად“

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება