“რიჟვაძე ემალებოდა “ოცნებას” ხულოში და ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს საგარეჯოში”– ნადიმ ხმალაძე

ნადიმ ხმალაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
რიჟვაძე გადაყენების შემდეგ ფაქტიურად ემალებოდა ქართულ ოცნებას ხულოს რაიონში, თავის სოფელ ალმეში, (ახლანდელი ვაშლოვანი) მას ააკითხეს თავის სოფელში და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს საგარეჯოში. ამაზე საუბრობს მისი უახლოესი სანათესაო. მე ვერ დავწერ ვინ, მაგრამ ეს იცის მთელმა რაიონმა და მისმა სოფელმა. ბოლო ინფორმაციით რაზეც საუბრობენ რიჟვაძეს მოხვედრილი აქვს ორი ტყვია, რაც შეუძლებელია ადამიანმა გაისროლოს თავის თავზე ორჯერ რადგან პირველივე ტყვიის გასროლის შემდეგ აქვს შოკი და მეორედ გასროლა შეუძლებელია. ნათესავების ინფორმაციით მისი “დაკაჩავება” გრძელდება და თანხა სოლიდურია, იმაზე მეტი რაც გაჟღერდა საინფორმაციო არხებით.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე ვახო სანაიას დაკავებაზე: მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს და პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას

საია – ვახო სანაიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის კიდევ ერთ აშკარა მაგალითს წარმოადგენს