რინკევიჩი: ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია

ლატვიის პრეზიდენტი, ს თქმით, რუსი ოპოზიციონერი კრემლმა მოკლა და ეს ფაქტია. ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
“რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ ს ამჟამინდელი რეჟიმის რეალური ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს”. – თქვა რინკევიჩმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.
“16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება”. – ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.