რიკოთის გვირაბში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა.
როგორც “ინტერპრესნიუს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რიკოთზე ავარის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. -ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.