საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო უღელტეხილზე სააავტომობილო მოძრაობა დროებით იზღუდება.
უწყების განცხადებით, გაწმენდით სამუშაოებს საშუალოდ ნახევარი საათი დასჭირდება, რის შემდეგაც მოძრაობა ორმხრივად აღდგება:
„გაწმენდითი სამუშაოების გამო, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იზღუდებ.ა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი ხევის მშენებარე მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო, გზის გაწმენდამდე, დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საორიენტაციოდ, ნახევარ საათში დასრულდება გზის გაწმენდის სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაუყოვნებლივ აღდგება ორმხრივ რეჟიმში“, — ვკითხულობთ განცხადებაში.