რიკარდ იოზვიაკი – შესაძლოა, ევროკომისიამ მალე ინფორმაცია გაავრცელოს, როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს

შესაძლოა, მალე კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
„გუშინ ბრიუსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი ჩუმად იყო. შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის