რთული რელიეფისა და ამინდის პირობების მიუხედავად, კრიტიკულ ზონებში გზის გაწმენდა და მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის პროცესთან დაკავშირებით, როგორც ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, არსებობს რამდენიმე სოფელი, სადაც გზის გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა: „არის რამდენიმე სოფელი, სადაც ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით გზის გახსნა, თუმცა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს განპირობებულია რთული რელიეფითა და ამინდით. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით გვექნება საშუალება, დავუკავშირდეთ ჩვენს მოსახლეობას“.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, გაწმენდის პროცესში სპეციალური ტექნიკა – ბორანები და თოვლმავლები აქტიურად გამოიყენება, რათა მოსახლეობას დროულად მიეწოდოს აუცილებელი მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. „მოთხოვნები თემების მიხედვით განსხვავებულია – ზოგიერთ ოჯახს ესაჭიროება მედიკამენტები, ზოგს კი – საკვები პროდუქტები. თუმცა, არის ადგილები, სადაც გზები გახსნილია, მაღაზიები ფუნქციონირებს და ადგილობრივები თავად იმარაგებენ საჭირო პროდუქტს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად შევინარჩუნოთ კომუნიკაცია თითოეული ოჯახთან და მაქსიმალურად უზრუნველვყოთ მათი საჭიროებები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს