რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ

რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ
რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კახა კალაძის შტაბთან განვითარებული მოვლენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის მხარდამჭერებს მოუწოდა, სიძულვილის გამოვლინებებს საპირისპირო დამოკიდებულებით შეხვდნენ და მსგავსი შეურაცხყოფის აქტები უპასუხოდ დატოვონ.
„ეს არის გარედან დაფინანსებული პროვოკაციები, რასაც აქვს მხარდაჭერა გარედან, მათ შორის დაფინანსების სახით და კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატებიც ღიად უჭერენ მხარს რადიკალიზმის ასეთ გამოვლინებას ჩვენს ქვეყანაში, რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭერებს, არ უპასუხონ ასეთ პროვოკაციებს. თუ რაიმე სურვილი აქვთ ასეთ სახედაკარგულ ადამიანებს, ეს არის პასუხის გაცემა. მე მგონია, რომ უმჯობესია, მშვიდად შევხვდეთ ნებისმიერ ასეთ აქტს, როგორი რთული მოსათმენიც არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, რთული მოსათმენია, როდესაც აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანი მოდის და შეურაცხყოფას გაყენებს, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენი მშვიდი პასუხი არის ის, რაც ყველაზე მეტად წაადგება პროცესს. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. ესენი არიან აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი დავალება, ამოცანა – ეს არის სიძულვილის გაღვივება ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილის გაღვივების ამოცანას ყველაზე ეფექტურად შეიძლება დაუპირისპირდე საპირისპირო დამოკიდებულებით და არა სიძულვილით. ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. არ გავცეთ არავითარი პასუხი ასეთ ადამიანებს, მათ წისქვილზე დავასხამთ წყალს, ჩვენ თუ სიძულვილს ვუპასუხებთ სიძულვილით. პირიქით, ჩვენ განსხვავებული დამოკიდებულებით უნდა დავამარცხოთ სიძულვილი, რომლის თავს მოხვევასაც ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის გარე ძალები, მათ შორის კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები“, – განაცხადა მ.
Previous: მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის ს დასაკვირვებლად ეუთო ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა

ასევე დაგაინტერესებთ

ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება არ არის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა, მაგრამ ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ ეუთო/ოდირის მოწვევა ამ არჩევნების დასაკვირვებლად

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3% – ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით