“რთული იქნება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვეცდებით” – ჰანსი ფლიკი

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბენფიკას” (3:1) დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გერმანელის თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეცდება.
“ჩემპიონთა ლიგის მოგება? ჯერ მეოთხედფინალზე უნდა ვკონცენტრირდეთ. დიახ, ამის გაკეთება ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ”, – განაცხადა ფლიკმა.
შეგახსენებთ, “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “დორტმუნდსა” და “ლილს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში