რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება ოზგურ ოზელის კომენტარს, რომელმაც თურქეთის პრეზიდენტს „ხუნტას“ ხელმძღვანელი უწოდა.
ანკარის მთავარ პროკურატურაში შეტანილ სისხლის სამართლის სარჩელში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ქვეყნის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც თქვა, რომ ის „ხუნტას“ ხელმძღვანელობს.
ერდოღანი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 500 ათასი ლირას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები