თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესაუბრა.
თურქეთის პრეზიდენტის ცნობით, ვენესუელის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ანკარა კეთილდღეობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის ბრძოლაში მეგობარი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, „ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევამ შესაძლოა გლობალური გართულებები გამოიწვიოს“.
„თურქეთი იმ ქვეყნების წინა ხაზზე დგას, რომლებიც სამართლიანობას, კანონიერებასა და საერთაშორისო სამართალს იცავენ“, – აღნიშნა ერდოღანმა.




