– რუსეთსა და ს შორის მშვიდობა შორს არ არის

რუსეთსა და ს შორის მშვიდობა შორს არ არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ს ცნობით, თურქმენეთში ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და რეგიონული საკითხები“ განიხილა.
„ომისა და სამშვიდობო ინიციატივების შესახებ აზრები გავცვალეთ. ბატონი პუტინი, ისევე როგორც ყველა მხარე, ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციას ძალიან კარგად იცნობს. პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით დაწყებული დიალოგის მიმართ ჩვენი მადლიერება გამოვხატეთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ასევე, მისი თქმით, „არ შეიძლება, შავი ზღვა კონფლიქტის არენად გადაიქცეს“.
„მსგავსი ვითარება რუსეთსა და უკრაინას დააზარალებს, ასევე სასარგებლო არავისთვის იქნება. შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციაა აუცილებელი“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.