რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს

ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ადოლფ ჰიტლერის ქმედებებს შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
„ღაზაში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს ქმედებებსა და ჰიტლერის ქმედებებს შორის აშკარა პარალელი არსებობს“, – განაცხადა ერდოღანმა.
საჯარო გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი ჩუმად რჩებიან მაშინ, როცა ისრაელის სისასტიკის შეჩერებაა საჭირო.
„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. მას შემდეგ, რაც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა, ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან