რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა თავისი პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს

ნეთანიაჰუს მთავრობა თავისი პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად რეგიონს საფრთხის ქვეშ აყენებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დოჰაში გამართულ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე განაცხადა.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა თავისი პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.
17 000 პალესტინელის დაღუპვა, ძირითადად ბავშვებისა და ქალების, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია და სამხედრო დანაშაულია. ისრაელი ამ დანაშაულებს არ უნდა გაექცეს“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, თავად „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ომის შედეგად 15,800 პალესტინელი გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან