რეჯეფ თაიფ ერდოღანი: მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ და ტრამპი მოვიწვიო

მსურს, პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს ანკარაში ან სტამბოლში შეხვდნენ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ასევე, მსურს, ამ შეხვედრაზე ტრამპიც მოვიწვიო. ამ შეხვედრისთვის მოსამზადებელ ნაბიჯებს უახლესი მოლაპარაკებების შემდეგ გადავდგამთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, დღეს, სტამბოლში უკრაინისა და ს დელეგაციების შეხვედრა „შესანიშნავი“ იყო.

„დღეს სა და უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. ეს შესანიშნავი შეხვედრა იყო. მხარეებს შორის ტყვეების გაცვლამ 1000-ს გადააჭარბა. ტყვეების გაცვლის გარდა, რუსული და უკრაინული მხარეები ცხედრების გაცვლის შესახებაც შეთანხმდნენ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…