რეჯეფ თაიფ ერდოღანი – ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასი“ კი წინააღმდეგობის დაჯგუფებაა

ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასი“ კი წინააღმდეგობის დაჯგუფებაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ისრაელი ქალაქისა და ხალხის სრული განადგურების სტრატეგიას ახორციელებს. მე ღიად ვაცხადებ, რომ ისრაელი ტერორისტული სახელმწიფოა, „ჰამასის“ წევრები კი წინააღმდეგობის მებრძოლები არიან, რომლებიც თავიანთი მიწისა და ხალხის დაცვას ცდილობენ“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა თავისი პარტიის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თურქეთი ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების საერთაშორისო სასამართლოებში გასამართლება მოხდეს.
ცნობისთვის, პარასკევს, ერდოღანი ბერლინში გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ