რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს უჭერს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც „ჰამასის“ ლიდერებთან ღიად საუბრობს და მათ მხარს მტკიცედ უჭერს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ აიძულებს და ს პრემიერ-მინისტრი, ჰიტლერს, მუსოლინისა და სტალინს შეადარა.
„ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით, როგორც თანამედროვე ნაცისტები, თავიანთ სახელებს ჰიტლერის, მუსოლინისა და სტალინის გვერდით წერენ“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს