რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი მზად არის რუსეთის მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს

თურქეთი მზად არის ს მონაწილეობით სამშვიდობო სამიტს უმასპინძლოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგა სთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„სულ დასაწყისიდან წვლილი შეგვაქვს მოლაპარაკებების საფუძველზე ომის დასრულებაში. მზად ვართ ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელში ჩართული რუსეთიც იქნება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ამავდროულად, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მხარს ვუჭერთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – უკრაინის – ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“.
„სამწუხაროდ, ომი მზარდ ნეგატიურ გავლენას ახდენს რეგიონალური და გლობალური კუთხით და პირველ რიგში, ზე. არ გადადგმულა დიპლომატიური ნაბიჯები მოლაპარაკებების მაგიდის გამოყენებაზე, რომელიც 2022 წლის მარტში სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დასამყარებლად… მომავალში ჩვენ, ერთი მხრივ, სოლიდარულები ვიქნებით უკრაინასთან, მეორე მხრივ – გავაგრძელებთ მოლაპარაკებების საფუძველზე სამართლიანი მშვიდობით ომის დასრულებაზე ჩვენს მუშაობას“, – განაცხადა ერდოღანმა.

ასევე დაგაინტერესებთ