თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს ორგანიზება გაუწიოს, – თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა ეს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
„თურქეთი მზადაა ნებისმიერი ფორმით წვლილი შეიტანოს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებაში“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მცდელობებმა „ისტორიულ გარდამტეხ მომენტს მიაღწია“ და რომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაგრძელება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხსა და უკრაინის აღდგენის პროცესებში.
