რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით სარჩელს შეიტანს

თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებში სარჩელს შეიტანს, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს გენოციდის შესახებ საჩივრით. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და არ დავტოვებთ მას შუა გზაზე. ფასი გადახდილი იქნება”, – აღნიშნა ერდოღანმა.
იმავე გამოსვლაში ერდოღანმა, რომელიც სამი წლის განმავლობაში პირველი სამუშაო ვიზიტით 17 ნოემბერს გერმანიაში ჩავიდა, განაცხადა, რომ ანკარა ეცდება გაათავისუფლოს „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლები, თუ ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ს ხელში მყოფი 10 000 მძევლის გასათავისუფლებლად.
სააგენტო „dpa“ წერს, რომ სრულიად გაუგებარია, რა იგულისხმა ერდოღანმა რიცხვ 10 000-ში.
„გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, ისრაელის ციხეებში 1 500 პალესტინელი იმყოფებოდა“, – განმარტავს სააგენტო.