ვლადიმერ პუტინს – თურქეთი გულწრფელად ცდილობს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში სამშვიდობო პროცესის განვითარებას და რომ თურქეთი გულწრფელად ცდილობს მშვიდობის მიღწევას.
ერდოღანის თქმით, თურქეთი მხარს უჭერს მიდგომას, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ყველა მხარის მონაწილეობით მოგვარების ითვალისწინებს.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება სამშვიდობო პროცესის განვითარებას, რომ თურქეთი თავიდანვე გულწრფელად ცდილობს სამართლიანი მშვიდობის მიღწევას და მხარს უჭერს ყველა მხარის მონაწილეობით მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ მიდგომებს. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ასევე ყურადღება გაამახვილა სტამბოლის პროცესზე და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებისა და გაწეული სამუშაოსთვის“, – აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს და სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

“შვი­დი თვე დიდი ომი, ბო­რო­ტე­ბის­გან და­ხო­ცი­ლი ხალ­ხი… მეფე არ და­ე­ცე­მა”. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს სტრი­ქო­ნე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე და­პი­რის­პი­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ აშშ-სა და ირანს შო­რის არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ეს პროგ­ნო­ზი ბევ­რს ში­შის ზარს სცემს. “ფუტკრე­ბის გუნ­დი” – თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია 500 წლის წინ? გან­სა­კუთ­რე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია I:26 კატ­რე­ნი, სა­დაც ნოს­ტრა­და­მუ­სი წერს: “ფუტკრე­ბის დიდი გუნ­დი აღი­მარ­თე­ბა… ღა­მით კი – ჩა­საფ­რე­ბა”. ის­ტო­რი­კო­სე­ბი ამას ადრე შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბრძო­ლებს უკავ­ში­რებ­დნენ, თუმ­ცა დღეს ინ­ტერპრე­ტა­ტო­რე­ბი ამა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე დრო­ნებს ხე­და­ვენ. უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ზუ­ზუ­ნი და მათი “გუნ­დუ­რი” შე­ტე­ვე­ბი ღა­მის ცაზე ზუს­ტად იმე­ო­რებს ნოს­ტრა­და­მუ­სის მიერ აღ­წე­რილ სუ­რათს. მარ­სის გავ­ლე­ნა და “და­სავ­ლე­თის დუ­მი­ლი” კი­დევ ერთი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა მი­უ­თი­თებს პლა­ნე­ტა მარ­სის (ომის ღმერ­თის) პო­ზი­ცი­ა­ზე: “რო­დე­საც მარ­სი თა­ვის გზას ვარ­სკვლა­ვებს შო­რის იპო­ვის… სამი ცე­ცხლი აღი­მარ­თე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, მა­შინ როცა და­სავ­ლე­თი სი­ჩუ­მე­ში და­კარ­გავს სი­ნათ­ლეს”. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი გათ­ვლე­ბით, 2026 წელი სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც გლო­ბა­ლუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის რის­კი პიკს აღ­წევს. “სამი ცე­ცხლი აღ­მო­სავ­ლე­თი­დან” შე­საძ­ლოა მი­უ­თი­თებ­დეს სამ დიდ კონ­ფლიქტზე ან ალი­ანსზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო წეს­რიგს შეც­ვლის. რა­ტომ ახლა? ნოს­ტრა­და­მუ­სის სა­ხე­ლი ყო­ველ­თვის მა­შინ ამო­ტივ­ტივ­დე­ბა ხოლ­მე, როცა მსოფ­ლიო კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგე­ბა. მას მი­ა­წე­რენ 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას სიკ­ვდი­ლი­სა და პან­დე­მი­ე­ბის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სკეპ­ტი­კო­სე­ბი მის ნა­წე­რებს “ბუნ­დო­ვან სიმ­ბო­ლიზმს” უწო­დე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე – რო­დე­საც აშშ-სა და ირა­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა პიკს აღ­წევს – მე-16 სა­უ­კუ­ნის ას­ტრო­ლო­გის სი­ტყვე­ბი ბევ­რის­თვის სას­ტიკ გაფრ­თხი­ლე­ბად ჟღერს.