– ვლადიმერ პუტინი და პირისპირ შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების დროს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასრულების გზები განიხილა, თუმცა მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის ჯერ მზად არ არიან.
ერდოღანმა ჩინეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღიაა.
ერდოღანის მტკიცებით, თურქეთი მხარს უჭერს „მოლაპარაკებების დონის თანდათანობით ამაღლებას“, რათა მშვიდობის იმედები კონკრეტულ შედეგებად იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ, თუმცა ჯერ პირობები არ არის შექმნილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია