ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანებას შეაყოვნებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
როგორც ერდოღანი აღნიშნავს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის წევრები გახდებიან.
„მათთან დაიწყება პროცესი, მაგრამ ისინიც შეყოვნდებიან“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ევროკავშირის წევრობისთვის სხვა სახელმწიფოებზე მეტად არის მზად, მაგრამ პოლიტიკური დაბრკოლებების გამო კართან ლოდინი უწევს.
ცნობისთვის, თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.
