რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ილჰამ ალიევს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი ანკარაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც აზერბაიჯანი და სომხეთი გააფორმებენ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და იმედის ახალი წყარო იქნება. ყარაბაღის ოკუპაციის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონში ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი არ დაიხუროს. აუცილებელია, სომხეთმა ეს პროცესი შეაფასოს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„დღეს, თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა მნიშვნელოვანი ფაქტორი არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევრაზიისთვისაც გახდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ