– ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე, ხვალ ბატონ პუტინთან მექნება სატელეფონო საუბარი – მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხვალ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
„ამ კვირაში ბატონ ზელენსკის ვუმასპინძლე. ხვალ ბატონ პუტინთან სატელეფონო საუბარი მექნება. „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებისას რუსეთსა და ს შორის ომი დეტალურად განვიხილეთ. ჩვენ მშვიდობის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების განახლების საკითხის განხილვას გეგმავს.
„ჩვენ ადრე მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით ცნობილი ინიციატივა გვქონდა. ეს ინიციატივა მშვიდობის მისაღწევად გზის გახსნისკენ იყო მიმართული. სამწუხაროდ, მხოლოდ შეზღუდული წარმატების მიღწევა შევძელით. ვფიქრობ, თუ ამ პროცესს ავამოქმედებთ, ეს კარგი იქნება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.