რეტროსპექტივა “თანამედროვე ქართული კინო” ფილმ “მოქალაქე წმინდანის” ჩვენებით დაიხურა

რეტროსპექტივა “თანამედროვე ქართული კინო” ფილმ “მოქალაქე წმინდანის” ჩვენებით დაიხურა. ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილია.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა. პროგრამაში წარმოდგენილი იყო 2005-2023 წლებში შექმნილი 35 ქართული ფილმი.